25 ნოემბრის აქციის დაშლა

პარლამენტთან აქციის ერთერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ირკვევა, აქციის მონაწილე წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა. მოგვიანებით, იგი კვლავ დარჩა აქციაზე და სიცივის გამო შეუძლოდ გახდა.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

ნახეთ რა ვითარებაა პარლამენტთან ახლა - აქ.

კომენტარები