პროპორციული საარჩევნო სისტემა

უგულავას თქმით, შერეული მოდელით არჩევნების ჩატარების ჩაშლა მისი პირადი აზრია

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ჩაშლა მისი პირადი აზრია.

უგულავამ შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ჩაშლის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ოცნების" გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ თქვა, რომ "თემა დახურულია" და მმართველი გუნდი არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს.

"ეს არის ჩემი პირადი აზრი და ეფუძნება ერთ მთავარ რამეს - თუ ჩაიშლება ეს მიტაცებული არჩევნები, რითაც ივანიშვილი პრაქტიკულად კონსტიტუციის მიღმა გადის, პრაქტიკულად მიტაცებას ახორციელებს [...] თუ ჩაიშლება ეს არჩევნები, 45 დღეში კონსტიტუციით უკვე ინიშნება პროპორციული სამართლიანი არჩევნები, ეს არის ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი მომენტი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ რიგგარეშე არჩევნები უკვე არის პროპორციული სამართლიანი სისტემით...", - ამბობს გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. მისივე თქმით, ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.

.......

14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს. 

კომენტარები