საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

palitravideo

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არიან როგორც პოლიციის, ასევე სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. მათი მობილიზება სავარაუდოდ ოპოზიციის დღევანდელ საპროტესტო აქციას უკავშირდება.


ფოტო: palitravideo

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ. 

......

14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს. 

მოთხოვნებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები