star wars

რა გავლენა ჰქონდა Star Wars-ს პოპ კულტურაზე (VIDEO)

კომპანიამ Lucasfilm ფილმის Star Wars: Episode IX - The Rise of Skywalker გამოსვლასთან დაკავშირებით გააზიარა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია კადრები სხვადასხვა ეპიზოდებიდან და Star Wars-ის გავლენა პოპ-კულტურაზე. ვიდეო რგოლში, ვარსკვლავური ომების მსახიობები საუბრობენ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგას თანამედროვეობისთვისთვის. 

შეგახსენებთ, რომ მეცხრე ნაწილში მოვლენები, სურათში Star Wars: The Last Jedi მომხდარი ამბების ერთი წლის შემდეგ ვითარდება და სურათი სკაივოკერების ისტორიის დასასრულია. ფილმის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია და Star Wars: Episode IX - The Rise of Skywalker-ში ადამ დრაივერის, დეიზი რიდლის, ოსკარ აიზეკისა და სხვა ვარსკვლავების უკვე ნაცნობ პერსონაჟებს ვიხილავთ.

კომენტარები