გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, Disney-ს შემადგენლობაში მყოფი ჯორჯ ლუკასის კინოსტუდია Lucasfilms ვარსკვლავური ომების ახალ ტრილოგიაზე მუშაობას იწყებს.
გამოცემის ცნობით, კომპანია ხელშეკრულება გააფორმა ამერიკელ პროდიუსერთან, სცენარისტთან და რეჟისორთან საიმონ კინბერგთან.
კინბერგისთვის Star Wars-ის კინოსამყარო უცხო არ არის. მას ნამუშევარი აქვს ანიმაციურ სერიალზე Star Wars Rebels, ასევე იყო კონსულტანტი ფილმისა Star Wars Episode VII: The Force Awakens.
პროდიუსერის ყველაზე წარმატებულ პროექტებად X-men-ის ფრენჩაიზის ფილმები, მათ შორის მაღალი შეფასებების მქონე Logan-ი.
ამჟამად კინბერგი სტივენ კინგის რომანის The Running Man-ის ახალ ადაპტაციაზე მუშაობს.
ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია დროის რა მონაკვეთს აღწერს ახალი ტრილოგია. სავარაუდოა, რომ კინბერგი სკაიოკერების საგას გააგრძელებს, თუმცა შესაძლოა ფილმები სრულიად ახალ ისტორიასა და პერსონაჟებს შეეხოს.
Star Wars-ის ბოლო ტრილოგია 2015-2019 წლებში გამოვიდა. მიუხედავად ფინანსური წარმატებისა ფილმებმა მაყურებლისა და კრიტიკოსების ნეგატიური გამოხმაურებები დაიმსახურა.





