star wars

მშობლებს შვილის მიერ ნაჩუქარ პორტრეტზე გამოსახული ობი-ვან კენობი ქრისტე ეგონათ

იუტის შტატში მცხოვრებმა რაიან ბიუკენანმა მორწმუნე მორმონ მშობლებს 2018 წლის შობას იესო ქრისტეს პორტრეტი აჩუქა. მშობლებს საჩუქარი ძალიან მოეწონათ და სურათი მისაღებ ოთახში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაიდეს.

სინამდვილეში ბიუკენანი მშობლებს გაეხუმრა. სურათზე აღბეჭდილი ადამიანი ევან მაკგრეგორის მიერ განსახიერებული Star Wars-ის სამყაროს ლეგენდარული პერსონაჟი ობი-ვან კენობია.

"მგონი, დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემები ხუმრობას ვერ მიხდნენ და საჩუქარი ძალიან მოეწონათ. ახლა არ ვიცი, სიმართლე როგორ ვუთხრა, მომკლავენ". - წერს ბიუკენანი.

მაკგრეგორის მიერ განსახიერებული ობი-ვან კენობი და იესო ქრისტე ადრეც არევიათ ერთმანეთში. მორმონთა ეკლესია მის გამოსახულებას სარეკლამო ბუკლეტებისთვის ხშირად იყენებს.

კომენტარები