star wars

ჩვილი იოდა Space X-ის ასტრონავტებთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა

SpaceX-ის ასტრონავტებმა თილისმად ჩვილი იოდას ფუმფულა სათამაშო წაიღეს.

სათამაშოს ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორად იყენებენ. აქამდე მსგავსი ფუნქციას დინოზავრი ტრემორი, ბურთი სახელად ერსი და თოჯინა ლეკვი სნუპი ასრულებდნენ. 

ჩვილი იოდა პირველად სერიალ "მანდალორიელში" გამოჩნდა. "ვარსკვლავური ომების" მიხედვით შექმნილი სატელევიზიო შოუს ახალი სეზონი 30 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები