სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: დაპირისპირების დრო არ არის, მოვუწოდებ ყველას, პარლამენტში მოინახოს გამოსავალი

მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს.
 
მინდა მოვუწოდო ყველას: პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას.
 
და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგობის დღესასწაულზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას სიტყვით გამოსვლის დროს. ის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აქციებს ეხმაურება.

კომენტარები