გიგა ბოკერია

ბოკერია: ივანიშვილი ამ გადაგდებით საზოგადოებას ეუბნება, ასე მოგექცევით და ეს წესი მიიღეთო

იყო გავრილოვის ამბავი, ის გამოყენებული ძალა და დაღვრილი სისხლი. ამის შემდეგ კაცმა თქვა, რომ კარგი, ეს ყველაფერი მოხდა, ახლა ამ ჟესტს ვაკეთებ [პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა], რომ განიმუხტოს ვითარება და ვითარება განიმუხტა. მერე გავიდა დრო და თქვა, რომ სიტყვას, დაპირებას, ანგარიშვალდებულებას მნიშვნელობა არ აქვს, მე მოგექცევით ისე, როგორც ჩემს გუნდელებსო, რასაც მთელი ეს წლები ვხედავთ.

რაც გაუკეთა მან მაგალითად, თალაკვაძეს და მდინარაძეს, მე არც ერთი მიმაჩნია ლორენს ოლივიედ, არც ერთი იტყუებოდა, არც ერთმა იცოდა მაგ ორიდან, ისეთ დღეში იყვნენ. მაგრამ მერე შეირგეს ეს, რომ ერთ გუნდს დაავალა ერთი, მეორეს მეორე ალაპარაკა ყველგან და მერე თქვა, რომ თქვენ ხართ ჩემი სათამაშოებიო. ცუდი პატრონია შინაური ცხოველის. ახლა ამ გადაგდებით მთელ საზოგადოებას ეუბნება, რომ ასე მოგექცევით თქვენც და მიიღეთ ეს წესიო. ამ წესს საზოგადოება არ მიიღებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდებას აფასებს.

კომენტარები