ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
უკრაინა

უკრაინაში ევრომაიდანის დაწყებიდან 6 წლისთავი აღნიშნეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს

პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 18:11
RFE/RL
tbl.ge/47os
დაკოპირდა

21 ნოემბერს ათასობით უკრაინელმა კიევში, ლვოვში, ოდესაში, დნიპროში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ევრომაიდანის პროდემოკრატიული პროტესტის დაწყების 6 წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს. ღირსების რევოლუციის შედეგად ქვეყნის მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გააძევეს.

კიევში ცენტრში ათასობით მოქალაქემ დაღუპულთა პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

მაიდანის წარმატების მიუხედავად, მათ იმედგაცრუება გამოთქვეს, რომ პროტესტის შემდეგ ქვეყანაში კორუფცია კიდევ არ იყო დამარცხებული.

დნიპროს რეგიონალური მთავრობის შენობასთან მოქალაქეები უკრაინის დროშებით მივიდნენ და საკნდირებდნენ - "არა კაპიტულაციას!" მათ ამ ქმედებით ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა გააპროტესტეს.

"6 წლის წინ დღეს, მამაცი უკრაინელები, რომლებსაც უკეთესი, ევროპული მომავლის მიღწევა სურდათ მაიდანზე შეიკრიბნენ და ცვლილებები მოითხოვეს. აშშ უკრაინელებს, რომლებიც ევრომაიდანის მისწრაფებების სრულიად განხორციელებისთვის ყოველდღე მუშაობენ, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს," - უკრაინაში აშშ-ის ელჩი უილიამ ტეილორი.

Tweet

მოქალაქეთა ნაწილმა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და კიევში ჩინეთის საელჩოსთან ჰონგ-კონგის არაოფიციალური ჰიმნი გააჟღერეს.

Tweet

გაეროს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში კიევში მაიდანის მოედანზე 98 ადამიანი მოკლეს - აქიდან 84 მომიტინგე და 13 სამართალდამცავი.

ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია (ღირსების რევოლუციის გალერეა იხილეთ ქვევით):

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იმავე საღამოს მაიდანზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის მიუხედავად მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.

პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.

23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხეს ევრომადინის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და შესაბამისად არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.

28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედანის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.

პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500,000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.

უკრაინაღირსების რევოლუციაევრომაიდანიკიევილვოვიხარკოვიდნიპრო2014 წელი

ამავე თემაზე

  • კვირა, 19 ივლისი, 2026 - 21:42ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
  • ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 20:53ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე СБУ-ს ხელმძღვანელს წარადგენს
  • ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 18:18უკრაინის რადამ ახალი მთავრობა დაამტკიცა, თავდაცვისა და საგარეოს მინისტრების გამოკლებით
  • ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 16:50ზელენსკიმ გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს შორის სირთულეები დაადასტურა
  • ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 13:40უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკი დაამტკიცა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

24 ივლისის დილამდე უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - სააგენტო
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 17:06

24 ივლისის დილამდე უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - სააგენტო

SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 17:03

SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია

მოსკოვის ოლქში რუსული Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა – მედია
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 15:53

მოსკოვის ოლქში რუსული Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა – მედია

საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 15:29

საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია

არ მოქმედებმა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი - კობახიძე სანაიაზე
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 14:49

არ მოქმედებმა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი - კობახიძე სანაიაზე

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
4Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
521 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕