ლარის გაუფასურება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 ნოემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

ერთი დოლარი 0.04 თეთრით ძვირი ეღირება, ხოლო ერთი ევრო - 0.44 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9781 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.30 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქასტან მიმართებითაც, ხოლო თურქულ ლირასთან კურსი იგივე დარჩა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება სამ ლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე 27 სექტემბერს დაეცა, როცა დოლარი 2.9808 ლარი ღირდა. გაუფასურების ტენდენციის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სექტემბერსა და ოქტომბერში სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რის შედეგადაც ვალუტის გაცვლითი კურსი დროებით დასტაბილურდა.

კომენტარები