ვერტმფრენის ჩამოვარდნა

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

"ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ანგარიში არ აჩვენებს, რომ მიზეზი მტრის მიერ ცეცხლის გახსნა იყო." ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

"ამერიკის ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ და მთლიანად გავანადგურეთ როდესაც თალიბანის პოზიციებზე თავდასხმას ცდილობდა." თქვა თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა.

თალიბანს წარსულშიც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ავიაკატასტროფებზე.

ავღანეთის მთავრობამ ვერტმფრენის ჩამოვარდნაში მათი მონაწილეობა გამორიცხა.

კომენტარები