ტაივანი

ტაივანის პრეზიდენტი: ჩინეთი ტაივანის არჩევნებში ყოველდღე ერევა

ცაი ინ-ვენი

"ჩინეთი ტაივანის არჩევნებში ერევა და ეს ყოველდღე ხდება," - ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა განაცხადა.

ტაივანის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. 

საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ცაიმ აღნიშნა, რომ პეკინის გაზრდილი წნეხისა და ჰონგ-კონგის აქციების პარალელურად არჩევნები რთულ პირობებში გაიმართებოდა.

"ჩინეთის რესპუბლიკა, იგივე ტაივანი, არის ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს თავისი პრეზიდენტი," - აღნიშნა ინ-ვენმა.

მან დამოუკიდებლობაზე კითხვას პასუხისგან თავის აარიდა - "ჩვენ სუვერენიტეტი, მთავრობა, დემოკრატიული და თავისუფალი სისტემა გვაქვს, საკუთარ თავს ვიცავთ, გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები".

კვირას ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​ ტაივანმა ჩინეთის ხომალდის ტაივანთან განთავსება არჩევნების წინ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აღიქვა. 

ინ-ვენმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა ტაივანთან ჩინეთის ხომალდის განთავსების შესახებ და ამას ინდივიდუალური საქმე უწოდა.

"როგორც დიდი ქვეყანა [ჩინეთი], საერთაშორისოდ და რეგიონულად, მათ აქვთ ვალდებულება შეინარჩუნონ რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა," - აღნიშნა ინ-ვენმა.

საზოგადოებრივ აზრთა გამოკითხვებში ცაი ინ-ვენი ლიდერობს და ის წინ უსწრებს მის ოპონენტს, ხან ქოუ იუს ჩინეთთან მეგობრულად განწყობილი გომინდანის პარტიიდან. ქოუ იუმ სულ რამდენიმე დღის წინ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდა.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 იანვარს გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ თქვა, რომ ჩინეთს დემოკრატიული და თვითმმართველი კუნძულის, ტაივანის წინააღმდეგ შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოეწყო სამხედრო კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ქვეყნის შიგნით სოციალური უკმაყოფილება გაიზრდებოდა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას აშშ-ისთან სავაჭრო ომი აქვს, რამაც შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს.

შეგანხსენებთ, რომ ოფიციალური პეკინი უკვე წლებია ძლიერი დემოკრატიული მმართველობის ტაივანს იმავე "ერთი ქვეყნის, ერთი სისტემის" მოდელს სთავაზობს, რითაც ჰონგ-კონგი 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს გადასცა. ჩინეთის მხრიდან ამ მოდელის უგულვებელყოფა კი ჰონგ-კონგის მიმდინარე აქციებზე უკეთ გამოჩნდა.

ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

კომენტარები