მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous X-ზე წერს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა.
იქამდე, Anonymous წერდა, რომ გათიშა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქართული ოცნების და პოსტივის ვებგვერდები.
1 მაისს მსოფლიოში უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.
"მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ". – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში.





