ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში დოლარი 3 ლარი ღირს

ტაბულა

კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აღწევს.

TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 3.0020 ლარია.

საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის ზუსტად სამი ლარია.

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 2.9687 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია - ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის განახლებულ მონაცემებს საღამოს გამოაქვეყნებს. ისტორიულ მინიმუმამდე ლარი დოლართან 27 სექტემბერს დაეცა, როცა კურსმა 2.9808 შეადგინა.

კომენტარები