IRI-ის კვლევა

IRI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - 68%

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ახლა 68%-ს შეადგენს. 

მოსახლეობის მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და 10%-მა კი არ იცის. 

2019 წლის მაისი-ივნისში (გავრილოვის ღამემდე) ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 66% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა, ხოლო 23% საპირისპიროს მიიჩნევდა. 

მაგალითად, მოსახლეობის 66% თვლის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა ეკონომიკა, 45% თვლის, რომ გაუარესდა კრიმინალთან ბრძოლა, 39%-ის აზრით, გაუარესდა კორუფციასთან ბრძოლა, 33% მიიჩნევს, რომ გაუარესდა ეროვნული უსაფრთხოება. 

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-მ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები