აქციის დაშლა

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციის დაშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა 

ტაბულა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 ნოემბერს, აქციაზე დაშავებული 5 პირიდან 3 უკვე გაწერეს. კლინიკაში დარჩენილი პაციენტები სამართალდამცველები არიან, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული.

სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები