აქციის დაშლა

აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ტაბულა

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათიდან დაიწყება. პარალელურად, გაიმართება საპროტესტო აქცია.

დაკავებულებს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. სასამართლო დღევანდელ პროცესზე მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს. 

დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციის ორგანიზატორები - ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია. გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები