მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, რომელთანაც დადო კონტრაქტი, დადო პირობა, რის გამოც მნიშვნელოვნად განიმუხტა მაშინ ვითარება და ლოგიკურიც იყო, რადგან დიდ მოთხოვნაზე დათანხმდა. მერე გადააგდო და ახლა იმეორებენ, კი გადაგაგდეთ, მაგრამ ასეც უნდა იყოსო. თავისუფალი საზოგადოება კანონებზე, მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე მეტადაც კი, დგას ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ არც ერთ ხელისუფალს არ უნდა შეეძლოს საზოგადოების დამცირება და უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ეს კაცი გვახვევს პირიქით წესებს და ჩვენი საზოგადოება ამას არ მიიღებს. სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური პროტესტისკენ უბიძგა საზოგადოებას, სხვა გზა არც კი დაუტოვა. ეს არის მისი არჩევანი, ეს არის რეაქცია საზოგადოების და გადაყვება ამ რეაქცია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ქვეყანას ზიანი მიადგება.
tbl.ge/471s
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია მთავარის ეთერში ქართული ოცნების მიერ პირობის დარღვევასა და პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასევე, აქციებზე პარლამენტთან.
გიგა ბოკერიააქციები პარლამენტთანპროპორციული საარჩევნო სისტემაპროპორციული სისტემასაარჩევნო სისტემაევროპული საქართველო
ამავე თემაზე
- ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება
- ბოკერია: გათვლა იმაზე, რომ რუსეთის სამიზნე არ გავხდებით, მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობაა
- ბოკერია ოცნებაზე: ღალატის ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნების გარდა იდეოლოგია არ აღელვებთ
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი




