პროპორციული არჩევნები

აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან გაათენა, პიკეტირება გრძელდება

ტაბულა

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ამ დროისთვის, კვლავ ჩაკეტილია საკანონმდელო ორგანოს ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, არ შეუშვან დეპუტატები პარლამენტში. კომიტეტის სხდომა 12:00-ზეა დაგეგმილი.


ფოტო: ტაბულა

პარლამენტის შენობაში გუშინ დილიდან მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ შენობაში საჭმელი შეიტანა.


ფოტო: ტაბულა

პარლამენტთან სამი დღეა, აქციები მიმდინარეობს. პროტესტი ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

კომენტარები