საპროტესტო აქცია პარლამენტთან

დიღმელაშვილი: ჩვენ აღარ გვაქვს მოთხოვნები, გვაქვს გენგეგმა, რომ რუსთაველიდან ხალხი არ წავა

100 დღე ვაპროტესტებდით, ერთადერთი მოთხოვნა შეგვისრულეს - პროპორციული. მაგრამ ეს ისეთი დიდი რაღაც იყო, სხვა ყველაფერმა, სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა დაკარგა. იმიტომ, რომ ვიფიქრეთ ერთი წელიც დესპოტიზმს ავიტანთ და მერე დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ამაშიც მოგვატყუეს. ამიტომ, ჩვენ აღარ გვაქვს მოთხოვნები, ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც ამბობს, რომ რუსთაველიდან ხალხი არ წავა. ეს არ არის დღევანდელი აქცია, ხვალინდელი აქცია, ეს არის უწყვეტი, პერმანენტული აქცია, მაქსიმალური დისკომფორტი, ეს თვითმარქვია მთავრობა ვერ ამუშავდება, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის, რასაც დაგვპირდნენ. ჩვენც არ გვცენ პატივი, საერთაშორისო თანამეგობრობასაც არ სცენ პატივი, საკუთარ თავს სცენ პატივი და შეასრულონ სიტყვა.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა მიმართა.

კომენტარები