საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ნათელაშვილი: თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი რეპრესიებით

დღეს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა და სწორედ ამ ცრუ, თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი პოლიტიკური რეპრესიებით და პირველი მსხვერპლი გახდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც იცავდა შვილმოკლული მამის უფლებებს გარემოვაჭრეებთან ერთად, რომლებმაც ისტორიული ზნეობრივი მაგალითი აჩვენებს და არ იკადრეს დამდგარიყვნენ იქ სამუშაოდ, სადაც საპროტესტო აქცია მიდის უკვე ამდენი თევა. ეს შენობა და ეს სასამართლო გახლავთ რეპრესიების ცეხი

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესის პარალელურად. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს ჩხარტიშვილის სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმე 166-ე და 173-2 მუხლებით მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა მართავს. დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და გარემოვაჭრეებს

კომენტარები