ჩეხეთი

პრაღაში ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით 200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა

AFP

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით, ჩეხეთის პოლიციის მიხედვით, 200,000 ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორების თქმით კი დედაქალაქის ქუჩებში 300,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

ბაბიშს კორუფციაში და ევროკავშირის სუბსიდიების პირადი ბიზნესისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებებს უარყოფს.

საპროტესტო აქცია ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლისთავს დაემთხვა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა.

აქციები გაიმართა ლეტნას პარკშიც, რომელიც 1989 წლის ნოემბერში გამოსვლების ეპიცენტრი იყო. მოსახლეობის ნაწილი ხავერდოვანი რევოლუციის სლოგანს - "ჩვენ აქ ვართ" - სკანდირებდა.

აქციის მონაწილეებს მიმართეს ყოფილმა დისიდენტებმა, რომლებიც 1989 წლის დემონსტრაციებზეც გამოვიდნენ სიტყვით.

შეგახსენებთ, რომ ბაბიში მილიარდერია და პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნის პარალელურად ფლობს Agrofert-ს, რომელიც ჩეხური კომპანიების კონგლომერატია. აქციების ორგანიზატორები ითხოვენ მან დატოვოს თანამდებობა ან კავშირის გაწყვიტოს ბიზნესთან.

კომენტარები