ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის პოლიციამ ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსს ალყა შემოარტყა [ფოტოები]

კვირა, 17 ნოემბერი, 2019 - 11:30
tbl.ge/46wd
დაკოპირდა
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
Reuters

ჰონგ-კონგის პოლიციამ ცენტრალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსს ალყა შემოარტყა. უნივერსიტეტის შენობა დემოკრატიის მომხრე მომიტინგეებს აქვთ დაკავებული.

მათ ბარიკადები მოაწყვეს და პოლიციას კამპუსის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიცია მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს, მომიტინგეები კი მოლოტოვის კოქტეილებს. პოლიციის თქმით მათ მედიასთან ურთიერთობის ოფიცერს ფეხში ერთ-ერთი დემონსტრანტის ნასროლი ისარი მოხვდა.

მანამდე მომიტინგეებმა ჰონგ კონგის ჩინური უნივერსიტეტის შენობაც აიღეს, თუმცა მისგან გასხვავებით პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვან გზებთან ახლოს მდებარეობს. გასული კვირების განმავლობაში მომიტნგეებმა ეს გზები არაერთხელ გადაკეტეს.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მეექვსე თვეა გრძელდება. მთავრობის განცხადების მიხედვით აქციების გამო ორშაბათიდან სკოლები კვლავ დაიკეტება.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

ჰონგ-კონგიაქციები ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 11:35

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

"ევექსი ლაბის" ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს (რ)
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 10:33

"ევექსი ლაბის" ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს (რ)

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 01:41

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 00:30

თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა

ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 23:54

ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს

ყველაზე კითხვადი

მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
1მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
2"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
4დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
5თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში