ირანი

ირანში საწვავზე ფასების მოულოდნელი ზრდის გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია

BBC

ირანში საწვავზე ფასების მოულოდნელი ზრდის გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია

აქციებზე, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.

პარასკევს, 15 ნოემბერს ირანში საწვავის ფასი მოულოდნელად, სულ მცირე, 50%-ით გაიზარდა, ვინაიდან ნავთობპროოდუქტებზე სახელმწიფოს სუბსიდია შემცირდა.

ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ღარიბების დასახმარებლად ფულის გამოთავისუფლება სურთ. 

ირანში უკვე არის ეკონომიკური კრიზისი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც ვაშინგტონმა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა.

საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლი ჯერ ქალაქ სირჯანში ოჰყვა, როცა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებს საწვავის საწყობზე თავდასხმა და აქ ცეცხლის გაჩენა სურდათ.

დაშავდა ათობით ადამიანი.

მეორე მოქალაქე კი ქალაქ ბებაჰანში დაიღუპა.

გამოსვლებია სხვა ქალაქებშიც, დედაქალაქ თეირანის ჩათვლით: კერმანშაჰში, ისპაჰანში, ტაბრიზში, კარაჟში, შირაზში, იაზდში, ბუშერსა და სარიში.

აქ ათობით გაბრაზებულმა მოქალაქემ დაქოქილი ძრავით მანქანები ქუჩებში დატოვა და გზები ასე გადაკეტა..

რას გულისხმობს ახალი რეგულაციები?

ახალი წესების მიხედვით, მანქანის ყველა მფლობელს შეუძლია 60 ლიტრი ბენზინი იყიდოს თვეში, ლიტრი 15 000 რიალად (0.13$). ყოველი დაატებითი ლიტრი 30 000 რიალი ჯდება.

მანამდე მძღოლებს შეეძლოთ 250 ლიტრი ბენზინის ყიდვა თვეში, ლიტრი 10 000 რიალად.

მთავრობა ამბობს, რომ ბენზინზე სუბსიდიების მოხსნის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

ბიუჯეტის და დაგეგმვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოჰამედ ბაქერ ნობახტი ამბობს, რომ ამ თვეში დამატებით თანხას ფულად შემწეობას 18 მილიონი ოჯახი მიიღებს, ფასების ზრდის გამო.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციები წელიწადში 300 ტრილიონ რიალს მოიტანს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ შაბათს განაცხადა, რომ ირანელთა 75% ამჟამად "ზეწოლის ქვეშ იმყოფება", ბენზინის ფასის მომატებით მიღებული დამატებითი შემოსავალი კი ისევ მათთან მივა და არ წავა ხაზინაში.

როგორ აისახა აშშ-ის სანქციები ირანზე?

ირანში საწვავის ფასი მსოფლიოში ყველაზე იაფია, სუბსიდიების, ასევე ვალუტის კურსის გაუფასურების გამო.

ირანი ასევე არის ნავთობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. ექსპორტით მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მილიარდობით აშშ დოლარია. მაგრამ მას რაფინირების ​შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და სანქციებმა ნავთობის ქარხნების სათადარიგო ნაწილების მოპოვება უფრო გაართულა.

სანქციები აშშ--მ ირანს ხელახლა 2018 წელს, მას შემდეგ დაუწესა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ხელშეკრულების მიხედვით, ირანი დათანხმდა თავისი საკამათო ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას და საერთაშორისო ინსპექტორების დაშვებას სანქციების შემსუბუქებისთვის.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება დატოვა, ირანი აძლიერებს ბირთვულ საქმიანობას ხელშეკრულების დარღვევის გამო, თუმცა იგი მუდმივად უარყოფდა ბირთვული იარაღის განვითარების სურვილს.

სანქციებმა ირანის ეკონომიკის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია, ვალუტა რეკორდულ მაჩვენებლებამდე გაუფასურდა, გაოთხმაგდა წლიური ინფლაციის დონე, ქვეყნიდან გადიან უცხოელი ინვესტორები ,რაც ხელს უწყობს საპროტესტო კერების გაჩენას.

კომენტარები