პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვოლსკი: ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია

ტაბულა

"ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც. თუმცა, აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ყველამ იცის ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება," - ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემის შემოთავაზებას გამოეხმაურა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მინიმუმ, თვენახევარი და ხმების 3/4 სჭირდება, რის მობილიზებასაც, ქართული ოცნების მტკიცებით, ისინი ვერ ახერხებენ, ოპოზიციამ ხელისუფლებას ალტერნატივად ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზა.

გერმანულ მოდელზე საუბრისას ქართული ოცნების ლიდერები მანიპულირებენ იმ ფაქტით, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები