არჩევნები 2020

იალოვიცი: ამერიკაში შეშფოთებას იწვევს, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას

მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. კომენტარს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

კომენტარები