არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ დრო, როცა დეპუტატები ღილაკზე თითის მიმჭერები იყვნენ

რა თქმა უნდა, როდესაც ლიდერი მხარს უჭერს გარკვეულ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ გადის, ბუნებრივია, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას. ჩვენს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა ამ კუთხით, როდესაც დეპუტატების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერდა ხელმძღვანელობის მხარდაჭერილ ინიციატივას და ამის გამო, ეს ინიციატივები ჩავარდა. გახსოვთ, მათ შორის მოსამართლეებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლის მიმართაც, დეპუტატები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. ასეთია საკონსტიტუციო ცვლილებები, ასეთია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.​

ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ შიდაპარტიულ დისკუსიაზე, განხილვებზე, ესეც არის პარლამენტარიზმის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ლიდერს არ დაემორჩილონ დეპუტატები. სადაც არის ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა, იქ საუბარი ზედმეტია დემოკრატიაზე, ასეთი რამე კარგად გვახსოვს 2012 წლამდე პერიოდში, როდესაც დეპუტატები იყვნენ ქცეულები ღილაკზე თითის მიმჭერებად, ბუნებრივია, ჩვენ ეს დრო ჩავაბარეთ წარსულს, დეპუტატი არ არის ღილაკზე თითის მიმჭერი, თითოეული დეპუტატი არის არჩეული ხალხის მიერ და არის პასუხისმგებელი ხალხის მიერ

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე.

კომენტარები