არჩევნები 2020

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ტაბულა

აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამოქალაქო აქტივისტები არჩევნების პროპორციულ რეჟიმზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნა იყო "ბოლო წვეთი", რუსთაველის გამზირის გადაკეტვა კი მათი პირველი ნაბიჯია და, შესაძლოა, აქციის მონაწილეებმა გზები სხვაგანაც გადაკეტონ.  

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. პარლამენტთან აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, "ყველა უნდა გამოვიდეს ერთად, ერთის წიააღმდეგ".  

ქართული ოცნების უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო

ვინ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები