პროპორციული საარჩევნო სისტემა

ლურსმანაშვილი პროპორციულზე: იმისთვის არ ავურჩევივარ მოსახლეობას, რომ ენმ-ს შევუწყო ხელი

მე იმისთვის არ ავურჩევივარ ჩემს მოსახლეობას, ნაციონალურ მოძრაობას და დანარჩენ მის სატელიტ პარტიებს შევუწყო ხელი, იმისთვის ამირჩიეს, რომ ისინი გაქრნენ პოლიტიკური ველიდან საერთოდ 

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს სისტემა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მეტი მანდატის მოპოვებაში დაეხმარება. 10 ნოემბერს კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო, რადგან ქართული ოცნების რიგი მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის მიღების წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ განხილვა 11 ნოემბერს უნდა გაგრძელებულიყო.

კომენტარები