ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა 1984 წელს იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა

სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019 - 14:19
tbl.ge/469r
დაკოპირდა

საქართველოს პატრიარქმა 1984 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს არქივის გამოცემაში - "ილია II" იძებნება.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

"საბჭოთა კავშირის კომუნისტურის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სახელით სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე გაიგზავნა სამძიმრის დეპეშა, რომლის ასლსაც წარმოგიდგენთ. 

ასევე გაცნობებთ, რომ ამა წლის 11 თებერვალს, შაბათს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა პანაშვიდი, სადაც მოხსენიუბულ იქნა იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი."

იური ანდროპოვი 1982-1984 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. 1967-1982 წლებში ანდროპოვი სუკ-ის [კგბ] კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მიჩნეულია, რომ ანდროპოვის თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სუკ-ის როლი და გავლენა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ითვლება, რომ ანდროპოვი პირადად მონაწილეობდა დისიდენტების დევნასა და დაპატიმრებაში. 

1956 წელს უნგრეთის აჯანყების დროს ანდროპოვი უნგრეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა სწორედ, ანდროპოვი გამოვიდა წითელი არმიის შესვლის მოთხოვნით. ბრძოლები უნგრეთში ერთი კვირა გაგრძელდა, რის შედეგადაც 3 000 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამასზე მეტი სიკვდილით დასაჯეს. 

იური ანდროპოვი პრაღის გაზაფხულის ძალადობრივი ჩახშობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. სწორედ, მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე. რომლის ფარგლებში დახვრიტეს 4 ადამიანი, მათ შორის მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე. ყველაფერთან ერთად, ანდროპოვი რელიგიური დაწესებულების მკაცრი კონტროლისა და ორთოდოქსულ მარქსისტულ მიდგომას იზიარებდა.

1983 წელს იური ანდროპოვის ბრძანებით საქართველოს კათალიკოზ პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა. ფოტოზეა გამოსახულია დაჯილდოების ცერემონია.

საქართველოს საპატრიარქოიური ანდროპოვი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 22 მაისი, 2026 - 18:10"3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
  • პარასკევი, 22 მაისი, 2026 - 11:38პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
  • ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026 - 14:511 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
  • სამშაბათი, 19 მაისი, 2026 - 15:59საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
  • კვირა, 17 მაისი, 2026 - 18:01მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 23:33

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 22:12

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ტრამპი: ირანს დღეს აღარ დავარტყამთ, მოლაპარაკებებში განხილული საკითხები დამტკიცებულია
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 21:54

ტრამპი: ირანს დღეს აღარ დავარტყამთ, მოლაპარაკებებში განხილული საკითხები დამტკიცებულია

ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 20:52

ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი

პენტაგონის ნაწილი "ჰაერის ხარისხის პრობლემის გამო" ჩაიკეტა, მიმდინარეობს ევაკუაცია
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 19:58

პენტაგონის ნაწილი "ჰაერის ხარისხის პრობლემის გამო" ჩაიკეტა, მიმდინარეობს ევაკუაცია

ყველაზე კითხვადი

ჯო უილსონთან შეხვედრას ითხოვს სტივ ნიკანდროსი, რომელიც MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებდა
1ჯო უილსონთან შეხვედრას ითხოვს სტივ ნიკანდროსი, რომელიც MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებდა
2ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
3ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
4აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა
5მასტი: ბოლო წლებში საქართველოში აშშ-ს მტრების მავნე გავლენების შესახებ კითხვები გაჩნდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში