ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით, იმ უამრავ ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებიც გვიერთდებიან, ამ რეალობას შევცვლით. შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ ძალიან გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოცნების ე.წ. უცხოეთში განათლებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს, გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომლებიც ვერ ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ, გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც არ გაგაჩნიათ, თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა და არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობაც კი, იმიტომ, რომ თქვენ ეგუებით ამ უსამართლობას. გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება, ეს არის წერტილი თქვენი ადამიანობის და დამოკიდებულების სამართლიანობასთან და სამართალთან.
tbl.ge/45w5
დაკოპირდა

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოდან, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის პროცესი უნდა გამართულიყო, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
ამავე თემაზე
- ხაზარაძე: ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, "ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვაო"
- ანტიკორუფციული ბიურო: ვსწავლობთ მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას
- ხაზარაძე: ქვეყნის რუსული ხელისუფლებისგან გათავისუფლება უნდა დაიწყოს თბილისიდან!
- ხაზარაძე: პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა ოცნების კიდევ ერთი უღირსი საქციელია
- ხაზარაძე: დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდასთან მარტო არ დავსხდებით




