ჩინეთი

დღეში 90 წუთი - ჩინეთში მოზარდებს ონლაინ თამაშებზე შეზღუდვები დაუწესდათ

Reuters

ჩინეთის მთავრობამ ახალი კანონი შეიმუშავა, რომელიც არასრულწლოვნებში ვიდეო თამაშების რეგულირებას ითვალისწინებს.

რეგულაციის მიხედვით, 18 წლამდე პირებს საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე ვიდეო თამაშებით სარგებლობა ეკრძალებათ.

კვირის დღეებში მოზარდებს უფლება აქვთ ონლაინ თამაშებს 90 წუთი დაუთმონ, ხოლო შაბათ-კვირას და არდადეგებზე განსაზღვრულ დროდ 3 საათია დაწესებული.

ჩინეთის ხელისუფლებამ რეგულაციის მიღების მიზეზად განმარტა, რომ ახალგაზრდებში მრავლადაა ახლომხედველობის შემთხვევები და დაბალი აკადემიური მოსწრება.

ჩინეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მცდელობაა შეინარჩუნოს ქვეყნის ონლაინ თამაშების ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

ქვეყნის საგამომცემლო სააგენტო ცნობით, არასრულწლოვნები ონლაინ თამაშებში ნამდვილი სახელით და გვარით უნდა დარეგისტრირდნენ, ასევე უნდა შეიყვანონ პირადი ნომერი.

ახალი კანონის მიხედვით, განსაზღვრულია ასევე რამდენის დახარჯვა შეუძლიათ მოზარდებს აპლიკაციების ჩამოტვირთვაში, ვირტუალური სამოსისა, თუ იარაღების შეძენაში - ლიმიტი ასაკის მიხედვითაა განსაზღვრული და 28 დოლარიდან 57 დოლამადეა.

ქვეყნის მაღალჩინოსნების თქმით, რეგულაცია მიზნად ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს.

კომენტარები