ბრექსითი

ჯონსონი: იანვარში გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს

ბორის ჯონსონი
REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თქვა, რომ იანვარში გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირიდან გაიყვანდა.

"დიდებულია ამდენი თქვენგანის დანახვა ერთად ჩვენი თაობისთვის, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების დასაწყისს," - თქვა პრემიერმინისტრმა ბირმინგჰემში საუბრისას. 

ჯონსონმა პირობა დადო, რომ არჩევნებზე მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში პარლამენტში ბრექსითის შეთანხმების მიღწევისთვის მუშაობას უმალ დაიწყებდა - "იანვარში ბრექსითი იქნება და არსებულ გაურკვევლობას უკან მოვიტოვებთ".

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

პრემიერმინისტრს იმედი აქვს, რომ კონსერვატიული პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსითის გეგმის დასამტკიცებლად ოპონენტების მხარდაჭერა აღარ დასჭირდეს.

კომენტარები