განათლების სამინისტრო

ბატიაშვილი: პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება მთავარი პრიორიტეტი

ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა!

ეს არის ქართული ოცნების უდიდესი მიღწევა. პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უკვე დადასტურდა საქმით!

7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა.

კომენტარები