მექსიკა

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მორმონების ოჯახის 9 წევრი მოკლეს

BBC

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მორმონების ოჯახი მანქანაში ჩაცხრილეს. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

ოჯახი მექსიკაში, მორმონების თემში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ოჯახის ნათესავების თქმით დაღუპულია 9 ადამიანი, 4 არასრულწლოვანი ბიჭი, ორი გოგო და 3 ქალი, თუმცა ოფიციალური პირები მხოლოდ 5 პირის გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი.

თავდასხმა აშშ-ის მოსაზღვრე სონორას და ჩიუაუის შტატებს შორის მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისათვის უცნობია.

შტატების მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

2010 წელს ჩიუაუის მორმონების თემის ორი წევრი მას შემდეგ მოკლეს, რაც შტატის უშიშროების ძალებმა ნარკოკარტელის წევრები დააკავეს. მექსიკაში ხშირია მორმონების თემიდან გატაცების ფაქტები.

კომენტარები