ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ, სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს როგორც სჩანს გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოში და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით, რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე.
საქართველოს საპატრიარქო
გახარია: ის რაც ჩვენ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე
tbl.ge/456o
დაკოპირდა

პრემიერი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




