ის რესურსები, რომელიც გადასახადების გადამხდელების, ანუ ჩვენი მოქალაქეების შრომით იქმნება და ბიუჯეტშია დღეს მოხვედრილი უნდა დარჩეს მოქალაქეებს. ფულს მთავრობა საპატრიარქოს ან ნებისმიერ ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და მშობლები წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა და რომელში არა. სახელმწიფოს ფუნქცია აქ მხოლოდ მინიმალური ზღვრის დაცვა უნდა იყოს, რომ ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ და ამის მერე, მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელ სკოლაში და რა ტიპის რელიგიურ ორგანიზაციასთან იყოს მათი შვილი განათლების დროს დაკავშირებული. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც მთავრობის ხელში რჩება, არის ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ თვალსაზრისით, სწორედ საპატრიარქოსთან მიმართებით არის ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი და სკანდალური ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ინტერნატში ჰყავდათ.
საქართველოს საპატრიარქო
ბოკერია საპატრიარქოზე: მშობლები ვაუჩერებით უნდა წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა
tbl.ge/6q9p
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 30 მილიონიდან 35 მილიონ ლარამდე იზრდება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო – საპატრიარქო
- მამა ანდრია: მოსაყდრის გამორჩევის მერე, პატრიარქი აქცენტებს მკარნახობდა - ამას ვიწერდი
- არსებობს ალფეევის ვიზიტის სრული ფირი, ვთხოვ, ახლა მაინც დადუმდნენ ამ თემაზე – მამა ანდრია
- ზვიადაძე: პატრიარქის ანდერძი არ არსებობს - მან მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაადგინა
- ჯაღმაიძე: უნდა მივიჩნიოთ, რომ პატრიარქის მიერ 9 წლის წინ დაწერილი ბრძანება არის ანდერძი




