საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

საქართველოს საპატრიარქო

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა.

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში განესაზღვრა. 

კომენტარები