მეუფე პეტრეს განყენება

კალაძე: პატრიარქის ავტორიტეტი, სიბრძნე და ხალხის სიყვარული ამ რთულ დღეებს გადაგვალახინებს

Facebook: Kakha Kaladze

"ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი,"- თბილისის მერი კახა კალაძე საპატრიარქოში გუშინ 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკოსებს დაფიქრება საკუთარ განცხადებებზე, რადგან მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ," - თქვა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც მიუღებელია.

„ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ობიექტური, ლაკონური და ჩვენი მოწოდებები, ეს იქნება ტრიბუნებიდან თუ ამბიონიდან, მიმართული იყოს მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალსა და რწმენაზე. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები