მეუფე პეტრეს განყენება

მღვდელმსახური: ილია II-ს გახრწნილი ურთიერთობა სურდა ბიჭთან, რომელიც ჩემთან ტკივილით მოვარდა

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური მთავარ არხთან ჩართვისას ამბობს, რომ ის პირადად იცნობს ადამიანებს, ვისზეც მეუფე პეტრე საუბრობს. მისი თქმით, "პატრიარქი აპირებდა ამ ყოველივეს ახალგაზრდა ბიჭთან, რომელმაც გამწარებულმა აღარ იცოდა უკვე რაღა ექნა, სად წასულიყო, ტკივილით მოვარდა...".

კითხვაზე, რას აპირებს ჭყონდიდის ეპარქია იმ შემთხვევაში თუ ყოფილი მიტროპოლიტი თავის ბრალდებებს ვერ დაამტკიცებს, მღვდელმსახური პასუხობს - "ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ მეუფე ამ ყველაფერს დაამტკიცებს, მის გვერდით ჩვენც ვართ. მე პირადად ვიცი ადამიანები, რომლებიც ამ თემით დაბრკოლებულები ჩემთან მოსულან. ახლაც, რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე... თუ სინოდი ამბობს, რომ მტკიცებულება სჭირდება, მითხარით, როგორი მტკიცებულება უნდა, ფირზე უნდა იყოს აღბეჭდილი?".

კითხვაზე, რის გამო ურეკავენ ადამიანები, სასულიერო პირი ამბობს, რომ "დახმარებას ითხოვდნენ, გამწარებული ადამიანი ითხოვდა შველას, აბრკოლებდნენ... გახრწნილი ურთიერთობა [უნდოდათ] მასთან, რომელსაც აპირებდნენ".

კითხვაზე, ვინ აპირებდა, მღვდელმსახურის პასუხი ასეთია - "პატრიარქი აპირებდა ამ ყოველივეს ახალგაზრდა ბიჭთან, რომელმაც გამწარებულმა აღარ იცოდა უკვე რაღა ექნა, სად წასულიყო, ტკივილით მოვარდა...".

ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, "პატრიარქის ამგვარი შეწუხებულები" მარტვილში რატომ რეკავდნენ, რაზეც წინამძღვარი ამბობს, რომ "იციან ჩვენი ცხოვრების წესი, ვინა ვართ, რაფერ ვცხოვრობთ".

სასულიერო პირს ისიც ჰკითხეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვისზეც საუბრობს.

"ჩვენი ერის შვილები, ეკლესიაში ვინც იყვნენ მოსულები, რომლებსაც ღვთის სიყვარული უნდოდათ და სიწმინდის დანახვა... მე რომ ფაქტები დავდო, მაშინ მეც ისეთი უნდა ვიყო, თანამონაწილე უნდა ვიყო, ღმერთმა დამიფაროს" - ამბობს წინამძღვარი.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლი შეცვლის.

კომენტარები