წარმოიდგინეთ, რომ მეუფე იაკობს იგივე ეთქვა ჩემთან დაკავშირებით, გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვხვდა და ჩვენ ვგეგმავდით იმას, რაზეც საუბრობდა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს თუ არა? მე გიპასუხებთ, ორ საათში ვიქნებოდით დაკითხვაზე დაბარებულები. როგორც მინიმუმ... მეუფე იაკობს რომ ეთქვა, მელიას შევხვდი და მელია ამას გეგმავდაო, რა მოხდებოდა? ამიტომ, აქაც ორმაგი სტანდარტია, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამას ნათელი არ მოეფინება
tbl.ge/454q
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი ნიკა მელია TV პირველის ეთერში, მეუფე იაკობის განცხადებებზე. ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. საქართველოს მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
- მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს
- მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ
- მეუფე იაკობი: ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმიტომ, რომ ევროპარლამენტში რაღაცა იყვირონ
- მეუფე იაკობი: პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?




