უწმინდესს ვულოცავ, წმინდა სინოდს ვულოცავ, ეკლესიის ყველა შვილს, ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ ამ დიდ დღეს, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან, რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული, ღვთის სათნო საქმე გვეკეთებინოს. ნურავინ დავიბრალებთ: "ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი [იქნებოდა]". საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან და არც 2012-დან დაწყებულა, არც 2026-დან დაიწყება.
[..] სხვის ომებში აღარ ვომობთ, გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად წავიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ, თორემ თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს მერე. ცოტა ხანი იქნები და მერე აღარ გამოჩნდება, აღარცერთი ოპოზიციონერი გაგვახსენდება და აღარც პარლამენტარი. ეხლაც ვერ ვიხსენებთ ძალიან ბევრს იქაც და იქაც. უკვე ისე ვართ, აღარ გვინდა ტელევიზორის ყურება, სიწყნარე და მშვიდობა გვინდა.
რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ისე გავაკეთოთ, დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით - შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ, ხომ?! მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და ვნახავთ, ვის უნდა და ვის არ უნდა მშვიდობა.
[...] [გაქრისტიანებიდან] 1700 წლის აღსანიშნავი ღონისძიება მოდის და როგორია, ბოდბეში ჩვენთან ჩამოვიდნენ, ნაწილი იყოს, სხვა ქართველებს მოსვლა უნდოდეთ და პოლიტიკის გამო ვერ მოვიდნენ?
[...] არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს არის ველურობა, სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებ და ბოდიშსაც არ ვიხდი ამ სიტყვაზე.
[...] არ ვიტრაბახოთ, "მე რომ არა, მე რომ არა" - არავინ არ არის შეუცვლელი.
მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ





