რუსეთი

რუსი კანონმდებლები და სასულიერო პირები ჰელოუინს არალეგალურს, ჯოკერს კი ანტი-რუსულს უწოდებენ

რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჰელოუინი არალეგალურია, "ჯოკერის" კოსტიუმები კი ანტი-რუსული.

პარლამენტარმა ვიტალი მილონოვმა თქვა, რომ ჰელოუინი "საშიში ოკულტური ორგანიზაციების აქტივობებთან" არის დაკავშირებული და რუსეთის კანონებს არღვევს.

"დღს რუსეთში არ არის ეკლესია, რომელიც ჰელოუინის აღნიშვნას დაუშვებს. სულელი მასწავლებლისაგან სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნის ნებისმიერი მცდელობა ფედერალური კანონსი უხეში დარღვევაა." თქვა მან და მშობლებს მოუწოდა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ჰენოუინის აღნიშვნის დაფიქსირების შემთხვევაში სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკონ.

პარალელურად, ჩელიაბინკის ეკლესიამ დაგმო ტოდ ფილიპსის ფილმი ჯოკერი, რადგან ის "ბურჟუაზიული საზოგადოების რეალობის წინააღმდეგ ამბოხებას" ასახავს და მათი აზრით, ეს, ჰელოუინთან ერთად, რუსეთის სახელმწიფოზე თავდასხმაა. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ძალები ცდილობენ ხალხი წაახალისონ ჰელოუინზე ჯოკერის ფორმა ჩაიცვან და ამგვარად საპროტესტო მოძრაობა წამოიწყონ, რომელიც რუსეთის სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის და "სულიერ იდენტობას გარყვნის".

მიუხედავად იმისა, რომ ჰელოუინი რუსეთში ფართოდ არასოდეს აღინიშნებოდა, სახელმწიფო მის წინააღმდეგ მაინც აქტიურად იბრძვის.

2015 წელს არხანგელსკის რეგიონში სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნა აკრძალეს. ამავე წელს კრასნოიარსკის რეგიონში სასულიერო პირებმა მისი აკრძალვა მოითხოვეს და მიზეზად დაასახელეს, რომ ჰელოუინი "სულებში ბოროტი ძალის ჩასახლებას" იწვევს.

კომენტარები