And Then We Danced

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი And Then We Danced-ის მსახიობებს დააფინანსებს

Hollywood Reporter

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) მთავარი როლების შემსრულებლებს ლევან გელბახიანსა და ბაჩი ვალიშვილს ლოს-ანჯელესში, ოსკარის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, მგზავრობას დაუფინანსებს. 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება Facebook-ის საშუალებით გაავრცელა:

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ ქართულ-შვედურ ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) დაფინანსებაზე უკვე მეორე უთხრა უარი. 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა მაისში  12 500,00  ლარით დააფინანსა შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრი, რათა ლევან გელბახიანს, ბაჩი ვალიშვილს, ქეთი დანელიას, ნინო ჯინჭარაძეს, ანა ჯავახიშვილს, გიორგი წერეთელს კანის კინოფესტივალის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესძლებოდათ. 

კომენტარები