უბედური შემთხვევა

პირველი არხის ცნობით, ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებს, გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ცხედარი მაშველებმა იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ტაბულა უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.



 

კომენტარები