ქობულეთი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

რუსთავი 2

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაშავებულია 4 ახალგაზრდა, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი გადაყვანა ქუთაისში იგეგმება. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები