გრეტა ტუნბერგი

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი გრეტა ტუნბერგის სახელი ხოჭოს დაარქვეს

ხოჭოს ახალ სახეობას მეცნიერებმა შვედი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი გრეტა ტუნბერგის სახელი დაარქვეს.  

როგორც მეცნიერმა მაიკ დარბიმ თქვა, გრეტას კამპანიამ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ გამოთქვა ინიციატივა, ხოჭოსთვის მისი სახელი ეწოდებინათ.  

ხოჭო "გრეტა" პირველად 1960-იან წლებში კენიაში უილიამ ბლოკმა აღმოაჩინა. მას შემდეგ ხოჭო ლონდონის ბუნების მუზეუმის კოლექციაში ინახებოდა. სწორედ ამ კოლექციას სწავლობდა მეცნიერი დერბი, როდესაც უსახელო ხოჭოს გადააწყდა და გრეტა ტუნბერგის საპატივცემულოდ მისთვის ამ სახელის წოდება გადაწყვიტა.

ხოჭოს ფრთები და თვალები არ აქვს. ის ზომით 1 მილიმეტრზე უფრო მცირეა.  


ფოტო: BBC

16 წლის გრეტა ტუნბერგმა საზოგადოების ყურადღება გაეროს სამიტზე ემოციური სიტყვით გამოსვლით დაიმსახურა. ის ნობელის ჯილდოს ნომინანტია.

"მასობრივი გადაშენების პირას ვართ, თქვენ კიდევ ფულსა და მარადიული ეკონომიკური განვითარების ზღაპრების გარდა არაფერზე შეგიძლიათ ლაპარაკი. როგორ ბედავთ!" - ასე მიმართა სკოლის მოსწავლემ 60-მდე ქვეყნის ლიდერს. 

გრეტა ტუნბერგის სიტყვით გამოსვლას ყველა აღფრთოვანებით არ შეხვედრია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მასზე ხუმრობით თქვა, რომ ის "ძალიან ბედნიერი გოგოა, ნათელი მომავლის მოლოდინში". რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით კი გრეტა ტუნბერგი "კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული მოზარდია". თუნბერგმა ორივე მათგანის სიტყვები Twitter-ზე საკუთარი თავის აღწერაში ჩაიწერა

2018 წლიდან მოყოლებული, ტუნბერგი სათავეში უდგას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს "პარასკევი მომავლისთვის", რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარასკევობით სკოლას აცდენენ და პოლიტიკოსებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

კომენტარები