ქართული ოცნება

ვოლსკი: გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ, სკამზე შემდგარს ივანიშვილის სადღეგრძელო ეთქვას

როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პილიტიკურ სინამდვილეს? ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას, პირდაპირ საციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა, სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა. უსაყვედურეს!... ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს

წერს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი Facebook-ზე.

კომენტარები