ჯოკერი

ბეირუთში პროტესტის მონაწილეებმა სახეები ტოდ ფილიპსის ჯოკერის სტილში მოიხატეს

Getty Images

ბეირუთში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის დროს, ბევრი მონაწილე ჯოკერის ნიღბითა და მაკიაჟით გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, მათ ტოდ ფილიპსის პერსონაჟის სახე იმიტომ მოირგეს, რომ აღენიშნათ მისი მეტამორფოზა, ეჩვენებინათ, რომ არაფრიდან ახალი და ძლიერი რაღაცის შექმნაა შესაძლებელი. 

 არტურ ფლეკის პერსონაჟი იმდენად პოპულარული გახდა პროტესტების დროს, რომ მას უკვე ცნობილ "V"-ს ნიღაბსაც ადარაებენ. 

 პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ, კითხვას, თუ რატომ აირჩიეს ადამიანებმა სწორედ ჯოკერის სახე ნიღბებისა და მაკიაჟისთვის, ასეთი პასუხი გასცა:

"არავის აღელვებდა მისი ბედი, არავინ უსმენდა და ზრუნავდა მასზე. ის ნაწყენია, იმედგაცრუებული, გაბრაზებული და ამ ყველაფერმა გააგიჟა, სწორედ ეს ხდება დღეს ლიბანში"

ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი და სოციოლოგი სარი ჰანაფის თქმით, ისეთი პოლიტიკის მატარებელ ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს როგორიც ლიბანშია, აუცილებელია სახე დაფარული იყოს, ხოლო ჯოკერი ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ამ პროტესტს გამომხატველობას, არტისტულობას მატებს. ეს კრეატიულობაც პროტესტის ნაწილად იქცა. 

კომენტარები